loader

საშობაო ალილო თბილისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საშობაო ალილო თბილისში

დღეს ქრისტიანული სამყარო შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს, ტრადიციულად, საშობაო მსვლელობა იმართება. მეალილოეებმა მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყეს და სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით გააგრძელეს.

მსვლელობაში სასულიერო პირები, სტიქაროსნები და რიგით მოქალაქეებთან ერთად, ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ადამიანები მონაწილეობდნენ.

ტრადიცია არ დაირღვა და მეალილოეებს თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის წინაც უმასპინძლეს. მათ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ და დეპუტატებმა საჩუქრები გადასცეს.

ალილოს მონაწილეებს გზადაგზა მოსახლეობა უერთდებოდა. მათ ტკბილეული და საჩუქრები მიჰქონდათ. მსვლელობის ბოლოს შემოწირულობები სამების ტაძარში მიიტანეს და 9 იანვარს ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადაანაწილებენ.