loader

თეა წულუკიანის მამა ყველაზე სისხლიანი მოსამართლეა საქართველოს ისტორიაში - თინათინ ბოკუჩავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თეა წულუკიანის მამა ყველაზე სისხლიანი მოსამართლეა საქართველოს ისტორიაში - თინათინ ბოკუჩავა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, პარლამენტარ თინათინ ბოკუჩავას აინტერესებს, იღებს თუ არა მამისგან რჩევებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

ამასთან დაკავშირებით თინათინ ბოკუჩავამ დღეს პრესკონფერენცია გამართა. პარლამენტარის თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ თეა წულუკიანის მამა, ყოფილი მოსამართლე ავთანდილ წულუკიანი, იმ საინიციატივო ჯგუფის წევრიცაა, რომელიც სასამართლო რეფორმაზე მუშაობს.

ბოკუჩავას ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრს რჩევებს მამამისი ავთანდილ წულუკიანი აძლევს, რომელიც იყო მოსამართლე 1991-97 წლებში და ამ ხნის განმავლობაში 20 სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა.

"ავთანდილ წულუკიანი არის ყველაზე სისხლიანი მოსამართლე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მე მაინტერესებს, იუსტიციის მინისტრი თუ იღებს რჩევებს ამ ადამიანისგან, რომელსაც გააჩნია შემზარავი და ბნელი წარსული. მაშინ, როდესაც თეა წულუკიანი გამოდის და გამუდმებით გვესაუბრება ჰუმანურობაზე, ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, ამ ადამიანისთვის სად გადის ზღვარი ჰუმანურობასა და სადიზმს შორის და ემიჯნება თუ არა თავისი მამის წარსულს", - აცხადებს ბოკუჩავა.

ასევე იხილეთ: "მე ვარ ძალიან გახარებული, როგორც ჩანს, პრეზიდენტი გავაღიზიანე" - თეა წულუკიანი