loader

ისრაელის სავიზო რეჟიმსა და პოლიტიკაში ცვლილებები არ მომხდარა - იუვალ ფუქსი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისრაელის სავიზო რეჟიმსა და პოლიტიკაში ცვლილებები არ მომხდარა - იუვალ ფუქსი

საქართველოში ისრაელის ელჩის, იუვალ ფუქსის განცხადებით, ისრაელის სავიზო რეჟიმსა და პოლიტიკაში ცვლილებები არ მომხდარა, - ამის შესახებ მან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. ისრაელის ელჩმა აღნიშნა, რომ გაერო-ში პალესტინის დამკვირვებელ ქვეყნად აღიარების საკითხში ქართული მხარის მხარდაჭერით იმედგაცრუებულნი დარჩნენ, თუმცა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში არაფერი შეცვლილა.

გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ფუქსი პირობას დებს, რომ ისრაელში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოსთან ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. ამასთან, დიპლომატის ინფორმაციით, სწორედ ამ მიზნით პრემიერმა ნათანიაჰუმ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ისრაელში მიიწვია.

ელჩის განცხადებით, არც ისრაელის სავიზო რეჟიმსა და პოლიტიკაში მომხდარა ცვლილებები. ამასთან, იგი ქართველ მომლოცველთა ჯგუფისთვის საშობაოდ ვიზებზე უარის თქმასთან დაკავშირებით ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი განმარტებით, ისრაელი აგრძელებს პილიგრიმებისთვის ვიზების გაცემას.

იუვალ ფუქსის თქმით, მათ ახარებთ ისრაელში თითოეული ტურისტის ჩასვლა, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ გასული წლის განმავლობაში ისრაელში არალეგალურად დარჩენილთა რაოდენობა გაიზარდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართლაც მოგვაწოდა მონაცემები, რომ გასული წლის განმავლობაში ისრაელში არალეგალურად დარჩენილთა რაოდენობა გაიზარდა. ამით იმის თქმას არ ვაპირებ, რომ სწორედ ესაა რაიმეს მიზეზი, მაგრამ აუცილებელია, საქართველოს ტურისტულმა სააგენტოებმა და მათმა ისრაელელმა პარტნიორებმა მეტი პასუხისმგებლობა აიღონ მათ მიერ გაგზავნილ ჯგუფებზე; ყველაფერი უნდა იღონონ, რათა ისრაელში ერთი კაციც კი არ დარჩეს არალეგალურად. მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენ არ გვსურს, მომლოცველების მოდინება შეწყდეს. პირიქით, მზად ვართ, დავძლიოთ თითოეული პრობლემა. ამჟამად დეტალებს ვაანალიზებთ. თუმცა, უკვე ვიცით, რომ მეტი წილი ამ ადამიანებისა ჯგუფების წარმომადგენელი იყო. ზუსტ რაოდენობას ვერ მოგახსენებთ და რომც ვიცოდე, მედიას მაინც ვერ გავუზიარებდი", - აღნიშნავს იუვალ ფუქსი "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.