loader

მეგის ქარდავას დავალებით გადაღებულ სექსუალური უმცირესობის პირადი ცხოვრების სკანდალურ კადრებს პროკურატურა ავრცელებს (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეგის ქარდავას დავალებით გადაღებულ სექსუალური უმცირესობის პირადი ცხოვრების სკანდალურ კადრებს პროკურატურა ავრცელებს (+18)

მთავარმა პროკურატურამ მედიას სკანდალური ვიდეომასალა წარუდგინა, რომელშიც, როგორც პროკურატურა განმარტავს, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელ ცნობილ მამაკაცებთან სექსუალურ ურთიერთობას ამყარებენ კონსპირაციულ ბინაში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას დავალებით გადაბირებული პირები.

ამასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში უწყება ქარდავას დავალებით თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სხვა ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიერ მოქალაქეთა მიმართ ძალადობითა და პირადი ღირსების შეურაცხყოფის, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე საუბრობს:

"...გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას დავალებით და ორგანიზებით, ამავე დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები აგროვებდნენ ინფორმაციას სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ მამაკაცებზე, ფარულად და უკანონოდ იღებდნენ მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას, რის შემდეგაც, კომპრომეტაციის მუქარით, აშანტაჟებდნენ მათ და სპეციალურ სამსახურებთან ფარულ თანამშრომლობას აიძულებდნენ.

უკანონოდ გადმობირებული კონფიდენტები, თავის მხრივ, ურთიერთობას ამყარებდნენ სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ საზოგადოებისათვის ცნობად მამაკაცებთან, ისე, რომ ამ უკანასკნელებმა არ იცოდნენ კონსპირაციის შესახებ. კონფიდენტებს მიჰყავდათ ისინი სახელმწიფოს ოპერატიული სახსრებით დაქირავებულ ბინებში, რომლებიც წინასწარ იყო აღჭურვილი უკანონო ფარული სათვალთვალო აუდიო-ვიდეოაპარატურით.
ამ დროისათვის დადგენილია სამი ასეთი ბინა. აღნიშნულ ბინებში სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ იძულებით გადმობირებული კონფიდენტები ამყარებდნენ სექსუალურ კავშირს წინასწარ შერჩეულ პირებთან, რის შემდეგაც ფარული ჩანაწერები გადაეცემოდა უშუალოდ მეგის ქარდავას.

მოგვიანებით, იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო გადაღებული ვიდეომასალის გასაჯაროება, ფაქტობრივი შანტაჟის პირობებში, კონსპირაციის მსხვერპლი მამაკაცი თანხმდებოდა იმაზე, რომ გამოემჟღავნებინა თავისი ლოიალური დამოკიდებულება არსებული პოლიტიკური რეჟიმის მიმართ და მონაწილეობა მიეღო ყოფილი ხელისუფლების პოპულარიზაციის მიზნით მოწყობილ სხვადასხვა ღონისძიებაში. გარდა ამისა, მაკომპრომეტირებელი მასალის გამოყენება ხდებოდა ფულის გამოძალვის მიზნითაც"...