loader

უნდა დადგეს იმ მოსამართლეებისა და პროკურორების პასუხისმგებლობის საკითხი, ვისაც პოლიტიკური მოტივით გამოჰქონდა განაჩენები - ეკა ბესელია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უნდა დადგეს იმ მოსამართლეებისა და პროკურორების პასუხისმგებლობის საკითხი, ვისაც პოლიტიკური მოტივით გამოჰქონდა განაჩენები - ეკა ბესელია

უნდა დადგეს იმ მოსამართლეებისა და პროკურორების პასუხისმგებლობის საკითხი, ვისაც პოლიტიკური მოტივით გამოჰქონდა განაჩენები, - განაცხადა პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ რადიო "პალიტრის" (103.9) გადაცემა "რეზიუმეში".

მისი განცხადებით, დაგეგმილია სასამართლო სისტემის რეფორმა, რომლის ფარგლებში იუსტიციის საბჭოს ფორმირების წესიც შეიცვლება და ის დაკომპლექტდება იმ წესით, რასაც დაადგენს საქართველოს პარლამენტი. ბესელიას თქმით, ეს იქნება რეალურად დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც დაიწყებს იმ მოსამართლეების საქმეების შესწავლას, რომელთაც დაარღვიეს სამოსამართლეო კანონი.

ამასთან, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ის პარლამენტში შევა ინიციატივით, რომ 190 პოლიტპატიმრისა და 25 პოლიტდევნილის სია და განაჩენები გადაეგზავნოს იუსტიციის საბჭოს, რათა მან იმსჯელოს იმ მოსამართლეთა შესახებ, რომელთაც თავის დროზე ამ ადამიანების მიმართ განაჩენები გამოიტანეს.