loader

ღარიბაშვილი იცავდეს პოლიციას, მელია საქათმის დარაჯად დააყენო, მაგას ნიშნავს - გიგი უგულავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ღარიბაშვილი იცავდეს პოლიციას, მელია საქათმის დარაჯად დააყენო, მაგას ნიშნავს - გიგი უგულავა

თბილისის მერი კრიმინალის მოსალოდნელ ზრდაზე და სამართალდამცავი სისტემის სისუსტეებზე საუბრობს. "პირველ რადიოში" სტუმრობისას გიგი უგულავამ შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდა, აკონტროლოს სიტუაცია, რადგან "ორ თვეში პოლიცია არ უნდა აკეთებდეს იმდენ სისულელეს, რამდენიც თუნდაც ცხრა წლის განმავლობაში უკეთებია".

"დღევანდელი სამართალდამცავი სისტემა არაა იმ სიმაღლეზე, გაუმკლავდეს ამნისტიით გამოსულ ადამიანებს. დღეს გამოდის ღარიბაშვილი და ამბობს, რომ თურმე ჩვენ გვინდა პოლიციის დისკრედიტაცია. სამარცხვინოა, მერაბიშვილს დისკრედიტაცია დააბრალო და ღარიბაშვილს პოლიციის მუნდირის დაცვა. თუ მას მუნდირის დაცვა უნდა, ამ ორ თვეში არ უნდა აკეთებდეს პოლიცია იმდენ სისულელეს, რამდენიც თუნდაც ცხრა წლის განმავლობაში უკეთებია. უამრავი განცხადება მოდის, რომ პოლიციის განყოფილებებში იქცევიან საზიზღრად, რადგან ამ ხალხმა არ იცის სხვანაირად მუშაობა. სირცხვილია, მერაბიშვილს დააბრალო პოლიციის დისკრედიტაცია და ღარიბაშვილი იცავდეს პოლიციას. ეს - რომ მელია საქათმის დარაჯად დააყენო, დაახლოებით მაგას ნიშნავს" - გიგი უგულავა.