loader

"ოქროს მოწმედ" არ მიყენებენ - ირაკლი ოქრუაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოქროს მოწმედ" არ მიყენებენ - ირაკლი ოქრუაშვილი

"დღემდე, რაც გასაკვირია, არ ყოფილა ერთი დაკითხვაც კი პროკურორების მხრიდან, რომელიც გამომიყენებდა მე, როგორც "ოქროს მოწმეს", როგორც ამას ქართული მედია მოიხსენიებდა" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი "როიტერთან" ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაანადგურა პოლიტიკური ბალანსი ქვეყანაში.

ირაკლი ოქრუაშვილი საუბრობს რუსეთთან ურთიერთობაზეც და აღნიშნავს, რომ ძალიან დიპლომატიური იქნება იმისთვის, რომ არ წარმოადგენდეს დაბრკოლებას რუსეთთან ურთიერთობაში. როგორც სტატიაშია ნათქვამი, ოქრუაშვილი აქებს ახალ პრემიერ-მინისტრს რუსეთთან დაკავშირებით პოლიტიკის "ნათელი ხედვისათვის".