loader

შსს-მ თბილისში ფოსტით გამოგზავნილი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ თბილისში ფოსტით გამოგზავნილი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე 1976 წელს დაბადებული დავით ტ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, 2013 წლის 11 იანვარს დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ქაღალდის კონვერტში მოთავსებული 8 უფერული, გამჭვირვალე ფირფიტა ამოიღეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ აღნიშნული ფირფიტები ძლიერმოქმედ ნარკოტიკულ საშუალება "ფენტალინს" შეიცავს, რომელიც დაკავებულს საფრანგეთიდან ფოსტით გამოუგზავნეს.

საქმე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით აღიძრა. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის I მთავარი სამმართველოს I სამმართველოს II განყოფილება აწარმოებს.