loader

ბიძინა ივანიშვილი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა ივანიშვილი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა. ბიძინა ივანიშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პირისპირ შეხვედრა სერჟ სარგსიანთან სომხეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები იყო. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ კეთილმეზობლური პოლიტიკა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეხვედრის შემდეგ გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სომხეთის პრეზიდენტის ერთობლივი სადილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები სომხეთში ოფიციალური ვიზიტით დღეს დილით ჩავიდნენ.