loader

"რა გეშველებათ, კაცო?!" - სომხეთში ვიზიტისას ივანიშვილმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი გააკრიტიკა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რა გეშველებათ, კაცო?!" - სომხეთში ვიზიტისას ივანიშვილმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი გააკრიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება. სომეხ კოლეგასთან, ტიგრან სარქისიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერებმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა. შეკითხვა, რომელიც ჟურნალისტმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს დაუსვა, შეეხებოდა მაია ფანჯიკიძის განცხადებას, ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც სარქისიანმა შეკითხვას პასუხი გასცა, განმარტებები ივანიშვილმაც გააკეთა.

"რა გეშველებათ, კაცო, ათასი განმარტება გაკეთდა უკვე ამაზე. ათასჯერ პასუხი გავეცით, თვითონ "რუსთავი 2"-მა გააკეთა განმარტება. სხვა ვერაფერი მოიფიქრეთ ამის მეტი?" - შეეკამათა პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტს.