loader

მაია ფანჯიკიძე საპარლამენტო უმცირესობას შეხვედრას თებერვლის დასაწყისში სთავაზობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაია ფანჯიკიძე საპარლამენტო უმცირესობას შეხვედრას თებერვლის დასაწყისში სთავაზობს

მაია ფანჯიკიძე საპარლამენტო უმცირესობას შეხვედრას თებერვლის დასაწყისში სთავაზობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, რომელიც საპარლამენტო უმცირესობასთან არშემდგარ შეხვედრას გამოეხმაურა.

მინისტრის თქმით, საპარლამენტო უმცირესობასთან მასაც ძალიან ბევრი კითხვა აქვს და ამიტომ ძალიან უნდოდა ამ შეხვედრის ჩატარება. თუმცა, მისი განმარტებით, იმის გამო, რომ შეტყობინება ძალიან გვიან მიიღო და დღეისთვის წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი რამდენიმე შეხვედრა, ის ქუთაისში ვეღარ გაემგზავრა. მინისტრის განცხადებით, ქუთაისში ჩასვლა-ჩამოსვლას მინიმუმ 6 საათი სჭირდება და შეხვედრის ადგილი თბილისში რომ ყოფილიყო, პრობლემა არ იქნებოდა.

"საპარლამენტო უმცირესობას ვთავაზობ, ეს შეხვედრა 4 თებერვლის კვირაში გაიმართოს, რადგან მანამდე ასევე დატვირთული პერიოდია - არის მთავრობის სხდომა, ასევე, დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა, ხოლო სამშაბათს ხანგრძლივი ვიზიტით მივემგზავრები რამდენიმე ქვეყანაში", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.