loader

"დედ ჰასანის" ცხედარი თბილისის აეროპორტმა არ მიიღო? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დედ ჰასანის" ცხედარი თბილისის აეროპორტმა არ მიიღო?

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა უარი თქვა იმ თვითმფრინავის მიღებაზე, რომლითაც საქართველოში ასლან უსოიანის, იგივე "დედ ჰასანის" ცხედარს მოასვენებდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს ინფორმაცია კონფიდენციალურია, ვინაიდან სპეციალურ რეისს უკავშირდება. აეროპორტში არ აკეთებენ კონკრეტულ კომენტარს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, აეროპორტმა უარი თქვა იმ თვითმფრინავის მიღებაზე, რომლითაც საქართველოში, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ასლან უსოიანი უნდა ჩამოესვენებინათ.

თბილისში, უსოიანის სახლში კი შეკითხვაზე რატომ არ მიიღო ცხედარი აეროპორტმა, პასუხობენ: "ღარიბაშვილს ჰკითხეთ, იკითხეთ მთავრობაში".

იხილეთ: როგორ მოკლეს "დედ ჰასანი" - მკვლელობის კომპიუტერული გრაფიკა