loader

"თვითმფრინავიდან მოხსნეს გვამი" - თბილისში "დედ ჰასანის" სახლში პანაშვიდი მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თვითმფრინავიდან მოხსნეს გვამი" - თბილისში "დედ ჰასანის" სახლში პანაშვიდი მიმდინარეობს

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში, წერონისის ქუჩაზე მდებარე ასლან უსოიანის იგივე "დედ ჰასანის" სახლში დილიდან პანაშვიდი მიმდინარეობს. მოსკოვში მოკლულ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის სახლში მისი ახლობლები არიან შეკრებილები.

თბილისში იეზიდების სულიერი ლიდერის, შეხბავკი ტიტალის ცნობით, უსოიანის მეუღლე, რომელიც თბილისში, ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს, მოითხოვდა, რომ მისი მეუღლე საქართველოში გადმოესვენებინათ, თუმცა ქართულმა მხარემ ამაზე უარი განაცხადა.

"მეუღლის სურვილი იყო, რომ ასლან უსოიანი კუკიის სასაფლაოზე დაეკრძალათ თავის მშობლებთან და ძმასთან ერთად, თუმცა ქართულმა მხარემ უარი თქვა მის გადმოსვენებაზე, რაც წარმოადგენს ლაქას", - განაცხადა შეხბავკი ტიტალიმ.

ტიტალის ცნობით, ასლან უსოიანს მოსკოვში დაკრძალავენ და მისი მეუღლე და ქალიშვილი რუსეთის დედაქალაქში უკვე გაემგზავრნენ. იეზიდების სულიერი ლიდერის ინფორმაციით, უსოიანის ვაჟიშვილი მოსკოვში, მისი მეუღლე კი ქალიშვილთან ერთად ლოტკინის დასახლებაში, წერონისის ქუჩაზე ცხოვრობენ.