loader

ჩუმი ომის ზონა - ექსკლუზიური რეპორტაჟი ერგნეთიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩუმი ომის ზონა - ექსკლუზიური რეპორტაჟი ერგნეთიდან

ხუთი წლის წინანდელი ომის კვალი აქ ლამის პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. თითქმის ყველა სახლი გადამწვარია, ჭიშკარი დაცხრილული, აქა-იქ აფეთქებულ ჭურვებსაც წააწყდებით. სოფელში, ძირითადად, მოხუცები ცხოვრობენ. ბავშვები და ახალგაზრდები აქ მათ სანახავად ჩამოდიან.

ბოლო დროს ხშირად საუბრობენ ერგნეთში, დე-ფაქტო საზღვართან, თავისუფალი სავაჭრო ზონის გახსნის აუცილებლობაზე. სოფელში, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალს ესაზღვრება, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თითქმის არაფერი შეცვლილა. ამიტომ ხალხს სავაჭრო ურთიერთობების აღდგენაზე მეტად საკუთარი სახლების აღდგენა აინტერესებთ.

სოფლის ბოლოდან ოკუპირებული ცხინვალი ხელისგულივით მოჩანს. ღამით ერგნეთელებს ცხინვალიდან ქართული სიმღერაც ესმით. რამდენიმე თვის წინ რუსმა სამხედროებმა დე-ფაქტო საზღვარს მავთულხლართი შემოავლეს, თუმცა ეს საზღვრისპირა სოფლისთვის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს.

იხილეთ "კვირის პალიტრის" სტატია

ავტორი: ემა ტუხიაშვილი