loader

დაკავებული 4 დიდ ქოთანში ნარკოტიკულ საშუალება "მარიხუანას" ზრდიდა და ინახავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაკავებული 4 დიდ ქოთანში ნარკოტიკულ საშუალება "მარიხუანას" ზრდიდა და ინახავდა

გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისათვის 1963 წელს დაბადებული გივი მ. დააკავეს.

როგორც დაკავებულის ბინის ჩხრეკისას გაირკვა, მას სახლში სათბური ჰქონდა მოწყობილი და საძინებელში 4 დიდ ქოთანში ნარკოტიკულ საშუალება "მარიხუანას" ზრდიდა და ინახავდა.

სამართალდამცველებმა, გივი მ-ს ბინიდან, ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა" და ნარკოტიკული ნივთიერების დამზადებისთვის საჭირო სხვადასხვა ნივთები ამოიღეს.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ამოღებული გამომშრალი "მარიხუანას" წონა 0,853 გრამია, ნედლის კი - 81,92 გრამი. ნარკოლოგიური ექსპერტიზის შედეგად ასევე დადგინდა, რომ დაკავებული" მარიხუანას" მომხმარებელია.

გივი მ. წარსულში ქურდობისთვის არის ნასამართლევი.

გამოძიებას გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს მე-5 განყოფილება, სსსკ–ის 265–ე მუხლის I ნაწილით, აწარმოებს.