loader

კახეთში კომპენსაციების გაცემისთვის საჭირო პროცედურები დღეიდან იწყება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახეთში კომპენსაციების გაცემისთვის საჭირო პროცედურები დღეიდან იწყება

კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემისთვის საჭირო პროცედურები დღეიდან დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სამინისტრო ბანკ "ქართუს" ბენეფიციართა სიას გადაუგზავნის.

"ბანკი ამ სიების საფუძველზე თითოეულ ბენეფიციარს საბანკო ანგარიშს გაუხსნის. სამშაბათს, 22 იანვარს, სამინისტრო როგორც ბანკ "ქართუს", ასევე მუნიციპალიტეტების გამგეობებს გაუგზავნის იმ 3 000 ბენეფიციარის სიას, რომელსაც პირველ ეტაპზე უნდა ჩაერიცხოს თანხა. სიები გაეგზავნება როგორც ბანკ "ქართუს", ისე ადგილობრივ გამგეობებს. მოსახლეობას ინფორმაციის მიღება შეეძლება სოფლის რწმუნებულებთანაც", - განმარტა შერგელაშვილმა. 

შერგელაშვილის განმარტებით, კომპენსაციების განსაზღვრა თითოეული ოჯახის მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე მოხდა. მისი თქმით, თითოეულ ოჯახზე შედგა აქტი და ნარგავის ფართობის დაზიანების პროცენტისა და სხვა კრიტერიუმების საფუძველზე მოხდა დაანგარიშება, რის მიხედვითაც განისაზღვრა ზარალის ოდენობა. ამასთან, შერგელაშვილმა განმარტა, რომ წინა მთავრობის მიერ გაცემული კომპენსაცია ახალ კომპენსაციას გამოაკლდება. სამინისტროს ვარაუდით, კომპენსაციების გაცემა 5-6 კვირას გაგრძელდება.