loader

პრემიერ-მინისტრი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელს თანამდებობიდან გადადგომას აიძულებს - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრემიერ-მინისტრი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელს თანამდებობიდან გადადგომას აიძულებს - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პოლიტიკური ძალები ძველი მენტალობით არიან შებოჭილები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ადგილობრივი მმართველობა და დღევანდელი პარლამენტის ოპოზიციის წევრები ხშირად მმართველი პარტიის მიერ შანტაჟის მსხვერპლნი ხდებიან.

როგორც სააკაშვილმა განმარტა, ახალი ხელისუფლება ძალიან ხშირად უმცირესობის ნებისმიერ აქტივობას პოლიტიკურ ელფერს აძლევს და ხშირად თავდასხმებიც ხდება.

პრეზიდენტმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ახალი პრემიერ-მინისტრი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელს თანამდებობიდან გადადგომას აიძულებს და მას "მეცხრე არხთან" აერთიანებს, რომელიც მისი ოჯახის მფლობელობაშია.

მისივე თქმით, ახალი მთავრობა არ უნდა ეცადოს, რომ გადაშალოს ის, რაც გაკეთებული იყო, არამედ უნდა სცადოს, უფრო წინ წავიდეს და უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს.  

რეპორტაჟს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეადან "რუსთავი 2" პირდაპირ ეთერში გადასცემდა.