loader

რუსულად მე გაცილებით უკეთ ვლაპარაკობ, ვიდრე პრემიერ-მინისტრი - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსულად მე გაცილებით უკეთ ვლაპარაკობ, ვიდრე პრემიერ-მინისტრი - მიხეილ სააკაშვილი

თქვენ სათვალე გჭირდებათ იმისთვის, რომ დაინახოთ საქართველოს ის რუკა, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო და საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, ქართველი ერი არასდროს მისცემს ხმას ტერიტორიების დათმობას.

პრეზიდენტის თქმით, თუ რუსეთი გათავისუფლდება იმპერიული ამბიციებისგან, ნებისმიერი სხვა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია.

რაც შეეხება რიგით ადამიანებს, პრეზიდენტის თქმით, იგი შეხვედრია ასეულობით ტურისტს, რომლებიც საქართველოს მიმართ აგრესიულად არ იყვნენ განწყობილნი. "მინდა გითხრათ, რომ რუსულად მე გაცილებით უკეთ ვლაპარაკობ, ვიდრე დღევანდელი პრემიერ-მინისტრი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. მისი აზრით, ორივე ქვეყნის წარმატებისთვის საჭიროა მეზობლური ურთიერთობები. დასასრულ, პრეზიდენტმა შეკითხვის ავტორს გეოგრაფიაში ერთგვარი გაკვეთილიც ჩაუტარა და საქართველოს საზღვრები შეახსენა.

რეპორტაჟს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეადან "რუსთავი 2" პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

იხილეთ:

მახსოვს, როგორ დავყვებოდი უკან მშვენიერ ჰოლანდიელ სტუდენტს, რომელიც მომავალში ჩემი მეუღლე გახდა - მიხეილ სააკაშვილი


პრემიერ-მინისტრი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელს თანამდებობიდან გადადგომას აიძულებს - მიხეილ სააკაშვილი