loader

ჩვენი სურვილია, პოლიციელი გახდეს სამაგალითო მოქალაქე - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩვენი სურვილია, პოლიციელი გახდეს სამაგალითო მოქალაქე - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი გუნდის სურვილია, პოლიციელი გახდეს სამაგალითო მოქალაქე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელთა ეთიკის კოდექსის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ამ კოდექსში შესული ნორმების ერთობლიობა ქმნის შესაძლებლობას, რომ "მივიღოთ გაჯანსაღებული სისტემა და ახალი პოლიცია".

"სამწუხაროდ, რეფორმა, რომელიც წინა ხელისუფლებამ 2004 წელს დაიწყო, არ იყო ბოლომდე მიყვანილი და დასრულებული. ჩემი დავალებით, რეფორმებისა და განვითარების ახლად შექმნილმა სააგენტომ შეიმუშავა 2013 წლის განვითარების სტრატეგია, რომელიც მოიცავს მთელ რიგ რეფორმებს სამინისტროსთვის. ეთიკის კოდექსის შემუშავება და პრეზენტაციაც იმის დადასტურებაა, რომ ჩვენ არ ვჩერდებით, ესაა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენი გუნდის სურვილია, პოლიციელი გახდეს სამაგალითო მოქალაქე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, კოდექსში მთავარი აქცენტი ქართული საზოგადოებისთვის ამ დრომდე ყველაზე სენსიტიურ თემაზე - ადამიანის უფლებებზეა გაკეთებული.