loader

მთვრალმა მძღოლმა ნაავარიევი მანქანით ცხედარი რამდენიმე კილომეტრზე ათრია (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთვრალმა მძღოლმა ნაავარიევი მანქანით ცხედარი რამდენიმე კილომეტრზე ათრია (+18)

ავარიის თვითმხილველებმა მანქანაში დამონტაჟებული კამერით შოკისმომგვრელი კადრები დააფიქსირეს: "ტოიოტას" მთვრალმა მძღოლმა, რომელიც სამარშრუტო ავტობუსს დაეჯახა, გაუჩერებლად განაგრძო გზა, ისე, რომ უკანა სავარძელზე მჯდომი გარდაცვლილი მგზავრი რამდენიმე კილომეტრზე ათრია. შემთხვევა იაროსლავში მოხდა. ავარიის თვითმხილველები დაედევნენ ნაავარიევ მანქანას და გზად პოლიციას შეატყობინეს ფაქტის შესახებ.

Вести.Ru-ს ინფორმაციით, მძღოლი და მგზავრი, რომელიც სამარშრუტო ავტობუსთან შეჯახების შედეგად გარდაიცვალა, დილით სამსახურიდან არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის გამო დაითხოვეს. მანქანის მძღოლი დაკავებულია და მას რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრება.

ასევე იხილეთ: ავარიის შემდეგ, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, დამნაშავე მძღოლმა და მგზავრმა ცეკვა დაიწყეს