loader

არ უნდა იფიქროს დამსაქმებელმა, რომ შრომის კოდექსი მასზე იქნება მორგებული - თეა წულუკიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არ უნდა იფიქროს დამსაქმებელმა, რომ შრომის კოდექსი მასზე იქნება მორგებული - თეა წულუკიანი

სასტუმრო "რედისონში" შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. როგორც პრეზენტაციის დაწყებამდე წულუკიანმა აღნიშნა, შრომის მოქმედ კოდექსში ყველაზე მეტ კრიტიკას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის არგუმენტაციის გარეშე გათავისუფლება იმსახურებდა.

მისივე თქმით, ახალი პროექტის მიხედვით, ეს საკითხი მთლიანად იცვლება. ასევე, იცვლება შრომითი ხელშეკრულებების ფორმატი, რომელიც, ძირითადად, ზეპირ ხასიათს ატარებდა, იყო მოკლევადიანი და დასაქმებულს საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობას არ აძლევდა. თეა წულუკიანის განცხადებით, აღნიშნული საკითხები ცვლილებათა პროექტში ახლებურად რეგულირდება.

დღევანდელ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საკანონმდებლო ხელისუფლების, ბიზნესსექტორის, მთავრობის, პროფკავშირების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.