loader

სართიჭალაში ხელყუმბარის აფეთქებას მამაკაცი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სართიჭალაში ხელყუმბარის აფეთქებას მამაკაცი ემსხვერპლა

გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში, გამსახურდიას ქუჩაზე, რუსული წარმოების "F-1"-ის ტიპის ხელყუმბარის აფეთქების შედეგად ბლიაძეების ოჯახში გარდაიცვალა 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ომარ ჭამიაშვილი, 1995 წელს დაბადებული ოთარ ბლიაძე კი სხეულის მრავლობითი დაზიანებით საგარეჯოში, კლინიკა "ჯეოჰოსპიტალში" გადაიყვანეს.

ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ გარდაცვლილი ომარ ჭამიაშვილი ბლიაძეების ნათესავი იყო და მათ სტუმრობდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სტუმარს ხელყუმბარა აუფეთქდა. იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით). გამოძიებას ქვემო ქართლის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს გარდაბნის რაიონული სამმართველო აწარმოებს.