loader

68-ე სკოლის ყოფილ შენობაში შეჭრილი სოციალურად დაუცველები თავშესაფარს ითხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

68-ე სკოლის ყოფილ შენობაში შეჭრილი სოციალურად დაუცველები თავშესაფარს ითხოვენ

თბილისის 68-ე საჯარო სკოლის ყოფილ შენობაში შეჭრილი 35 სოციალურად დაუცველი ოჯახი თავშესაფარს ითხოვს. როგორც სოციალურად დაუცველები აცხადებენ, ორი დღეა, სკოლის შენობაში ათევენ ღამეს, არ აქვთ ელემენტარული ყოფითი პირობები და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად უწევთ სკამებზე ჯდომა. ისინი თბილისის ხელისუფლებას, პირველ რიგში, ელექტროენერგიის ჩართვას სთხოვენ.

გარდა ამისა, როგორც ერთ-ერთმა სოციალურად დაუცველმა, დოდო ქსნელაშვილმა განაცხადა, თბილისის მერია აქტიურად უნდა ჩაერთოს მათი პრობლემების მოგვარებაში. როგორც სოციალურად დაუცველი მოქალაქეები აცხადებენ, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, თავშესაფარი რა მისამართზე და რა ფართის იქნება - მთავარია, მათთვის შეიქმნას საცხოვრებელი პირობები, რათა მათ აღნიშნული პრობლემა მოეხსნათ.

68-ე საჯარო სკოლის ყოფილი შენობა ავარიულია. მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელები იმყოფებიან.