loader

ვოვა არუთინიანის დედა შვილის პოლიტპატიმრად გამოცხადებას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვოვა არუთინიანის დედა შვილის პოლიტპატიმრად გამოცხადებას ითხოვს

ანჟელა არუთინიანი შვილის, ვოვა არუთინიანის პოლიტპატიმრად გამოცხადებას და მის გათავისუფლებას ითხოვს. ვოვა არუთინიანი 2006 წლის მაისში, ამერიკის შეერთებული შტატების იმჟამინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის საქართველოში ვიზიტის შემდეგ დააკავეს. არუთინიანს ტერაქტის მოწყობა დაედო ბრალად და მას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

"ჩემი შვილი უკანონოდ იხდის სასჯელს. ის პოლიტიკური პატიმარია და ეს ახალმა ხელისუფლებამ უნდა აღიაროს. როგორ შეიძლება, არშემდგარ ტერაქტზე ჩემი შვილი ტერორისტად გამოაცხადონ?" - აცხადებს ანჟელა არუთინიანი.