loader

ალასანიას გათავისუფლების შესახებ პრემიერმა ძალიან სწორი განმარტება გააკეთა - კახი კალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალასანიას გათავისუფლების შესახებ პრემიერმა ძალიან სწორი განმარტება გააკეთა - კახი კალაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გათავისუფლების შესახებ პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ძალიან სწორი განმარტება გაკეთდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ირაკლი ალასანიას ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა უჭირავს.

"ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ეს უწყება, ასევე, ჯარის განვითარება. იმისთვის, რომ მალე შევძლოთ ნატო-ში გაწევრიანება, დიდი ძალისხმევაა საჭირო და ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი", - განაცხადა კახა კალაძემ.