loader

თავს დამნაშავედ არ ვცნობ - ცეზარ ჩოჩელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თავს დამნაშავედ არ ვცნობ - ცეზარ ჩოჩელი

არანაირად არ ვცნობ თავს დამნაშავედ. ამას ალბათ, გამოძიება შემდგომში დაადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა განუცხადა. მისივე თქმით, მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან. 

მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულება გუშინ დატოვა. ციხესთან მას ოჯახის წევრები, ახლობლები და ნათესავები დახვდნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცეზარ ჩოჩელს აღკვეთის ღონისძიებად 200 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

კადრებს ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.