loader

მძღოლების განცხადებით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან შეთანხმება არ შედგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძღოლების განცხადებით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან შეთანხმება არ შედგა

თბილისის მერიაში ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროს აკაკი ჯოხაძესა და მიკროავტობუსების გაფიცული მძღოლების საინიციატივო ჯგუფს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საინიციატივო ჯგუფის წევრმა გოჩა მაქაძემ განუცხადა, საუბარი იყო ყველა საკითხსა და მოთხოვნაზე, რომელიც მძღოლებს გააჩნიათ. მისივე თქმით, პირველი შეხვედრის შემდეგ შესაძლებელია ითქვას, რომ თითქმის ვერაფერზე მოხდა შეთანხმება.

"თითქმის ვერაფერზე ვერ შევჯერდით, იქიდან გამომდინარე, რომ აუცილებელია, შეხვედრებს ესწრებოდეს მესამე პირი, რომელიც არის "თბილისის მიკროავტობუსი". პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან რთული და მძიმე იქნება ჩვენი მოლაპარაკებები", - განაცხადა მაქაძემ.