X
გიგი უგულავა მძღოლებისთვის ყოველთვიურად 10-ლარიანი ფიქსირებული გადასახადის დაწესების ინიციატივით პარლამენტს მიმართავს
22:56 / 28-01-2013
მიკროავტობუსების მძღოლების წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით დედაქალაქის მერია გაფიცულებსა და კომპანიას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩაერთო, - ამის შესახებ მერიაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ირაკლი აბესაძემ განუცხადა.

მისი თქმით, დღეს დედაქალაქის მერი წერილობით მიმართავს პარლამენტს ინიციატივით, რომელიც გულისხმობს მძღოლებისათვის ყოველთვიურად ფიქსირებული გადასახადის დაწესებას, არაუმეტეს 10 ლარისა. საქმე ეხება იმ გადასახადს, რომელსაც მძღოლები, როგორც ინდმეწარმეები, იხდიან.

მისივე თქმით, აქამდე მძღოლებისთვის ფიქსირებული გადასახადი არ იყო დაწესებული და ისინი გადასახადებს შემოსავლების მიხედვით პროცენტულად იხდიდნენ.

თუმცა, მძღოლების მთავარი მოთხოვნაა ყოველდღიური გეგმის შემცირება.
თბილისის მიკროავტობუსების მძღოლები უკვე მეოთხე დღეა, გაფიცულები არიან.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
შევძლებთ თუ არა წელს ზღვაზე დასვენებას? - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პასუხი
2020 წლის "ბოლო ზარის" ჰიმნი, რომელიც ინტერნეტში ყველაზე პოპულარულია,  კლიპს ინტერნეტში განიხილავენ - "მორჩა სკოლა, დაიშალეთ, დავაი დაიზარიატკეთ"
რა წესები უნდა დავიცვათ, თუ აქტიური სქესობრივი ცხოვრებით ვცხოვრობთ
როგორ მოკლა პოლიციამ 12 წლის მოზარდი, რომელსაც ხელში სათამაშო იარაღი ეკავა - შავკანიანთა მკვლელობების გახმაურებული შემთხვევები, რომელთაც სახალხო პროტესტი მოჰყვა
მეცნიერები საავადმყოფოებში მყოფ კოვიდინფიცირებულ პაციენტებზე კლინიკურ კვლევას ატარებენ
ვინ იქნება "ოცნების" სიის სათავეში
არის თუ არა აშშ-ში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიული პროცესი? - პოლიტოლოგის შეფასება შტატებში მიმდინარე პროცესებზე