loader

მერია მძღოლებსა და "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლებს მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მერია მძღოლებსა და "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლებს მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს

თბილისის მერია მძღოლებსა და კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლებს მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს.

როგორც ქალაქის ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა აკაკი ჯოხაძემ დღეს საღამოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, თბილისის მერია მხარეებს შორის მედიატორის ფუნქციის შესრულებას განაგრძობს და გამოთქვამს მზადყოფნას, რომ მოლაპარაკებები ხვალვე განახლდეს.

აკაკი ჯოხაძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მიკროავტობუსების მძღოლების გაფიცვა თბილისის მცხოვრებლებს მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის, მთავარი მიზანი არსებული დავის განხილვის კაბინეტურ რეჟიმში გადაყვანა და გაფიცვის შეწყვეტაა. მისივე განმარტებით, მერია კერძო კომპანიის ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში ვერ ჩაერევა, თუმცა, მოლაპარაკებების გზით ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა კრიზისი დროულად აღმოიფხვრას.

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსსა" და გაფიცულ მძღოლებს შორის დღეს გამართული მოლაპარაკებებიც უშედეგოდ დასრულდა. მიკროავტობუსების მძღოლებს უკვე 5 დღეა, მუშაობა შეწყვეტილი აქვთ. მათი მთავარი მოთხოვნა ყოველდღიური გეგმის შემცირებაა.