loader

ლუკა კურტანიძეს ვეტერანი მოჭიდავეები ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლუკა კურტანიძეს ვეტერანი მოჭიდავეები ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

დაპირისპირება მოხდა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძესა და ვიცე-პრეზიდენტ თემურ ყაზარაშვილს შორის ჭიდაობის ფედერაციაში, ლუკა კურტანიძის სამუშაო ოთახში, - ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ყაზარაშვილმა კურტანიძეს უთხრა, რომ არ შეიძლება ერთპიროვნული გადაწყვეტილებების საფუძველზე ადამიანების გათავისუფლება. "რუსთავი 2"-ის ცნობითვე, ყაზარაშვილის თქმით, ამას მოჰყვა ლუკა კურტანიძის მხრიდან მისი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ინციდენტის შემდეგ ადგილზე მივიდა ასევე ვეტერანი მოჭიდავე რაინდ აბრამიშვილი, რომელმაც ტელეკომპანიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ლუკა კურტანიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მასაც მიაყენა.

თავად ლუკა კურტანიძემ "რუსთავი 2-"-თან განაცხადა, რომ ზოგი მტკივნეულად იღებს ცვლილებებს, მაგრამ "ყველაფერი დალაგდება".


იხილეთ:
"ეგ რომ კაცს დაარტყამს, რაღა უნდა მახსოვდეს" - მოჭიდავეები კურტანიძესთან დაპირისპირებაზე