loader

მოსკოვის აეროპორტში მღვდელი დააკავეს, რომელსაც მუცელში კოკაინის პაკეტები აღმოაჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსკოვის აეროპორტში მღვდელი დააკავეს, რომელსაც მუცელში კოკაინის პაკეტები აღმოაჩნდა

მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში, სამართალდამცველებმა კოლუმბიელი მღვდელი ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის დააკავეს. ანტინარკოტიკული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შენიშნეს, რომ მღვდელი ცუდად გამოიყურებოდა და ძალიან ნერვიულობდა, რამაც პოლიციელებს ეჭვის საფუძველი გაუჩინა. ფაბიო რიკარდო როდრიგესს მუცელში კოკაინით სავსე 17 პრეზერვატივი უპოვეს, მის ჩანთაში კი კიდევ 5 შეკვრა იდო. ნარკოტიკის საერთო წონა 780 გრამს შეადგენდა.

რუსეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში დამნაშავემ განაცხადა: "რადგანაც მე მღვდელი ვარ, ეს ძალიან რთული საქმეა. ეს დანაშაული ჩემი მორალის და რწმენის წინააღმდეგ მიდის, მაგრამ მე ამის გაკეთება მაფიის წევრებმა მაიძულეს და სხვა გზა არ მქონდა".

დანაშაულისათვის მღვდელი ციხეში 10-დან 15 წლამდე გაატარებს.