loader

სიყვარულის ბოქლომების ხიდი თბილისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიყვარულის ბოქლომების ხიდი თბილისში

გიორგი ჩიგოგიძემ და მარიამ სიხარულიძემ ერთმანეთი ხუთი წლის წინ გაიცნეს. ფოიერვერკი, შემდეგ ცეცხლის გული... ახლა კი გიორგიმ გადაწყვიტა, რჩეულს კიდევ ერთი სიურპრიზი გაუკეთოს და "ბოქლომების ხიდზე" მარადიული სიყვარული შეჰფიცოს.

ამბობენ, რომ სიყვარულის ბოქლომების ტრადიცია ჩინეთიდან დაიწყო, ევროპაში კი 2000 წლიდან გავრცელდა. დღეს "ბოქლომების ხიდს" პარიზში, ფლორენციაში, სევილიაში, ლონდონსა და ევროპის სხვა დიდ ქალაქებშიც შეხვდებით. ამ ხიდებზე უკვე ათასობით შეყვარებულმა შეჰფიცა ერთმანეთს სიყვარული. წყვილებმა თავიანთი ინიციალებით მოხატული ფერად-ფერადი ბოქლომები აქ სამუდამოდ ჩაკეტეს და მარადიული სიყვარულის გამოსახატად გასაღები წყალში გადააგდეს.