loader

დუშეთის საავადმყოფოში მშობიარობის შემდეგ 16 წლის ქალი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დუშეთის საავადმყოფოში მშობიარობის შემდეგ 16 წლის ქალი გარდაიცვალა

დუშეთში მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი 16 წლის დიანა დიდებაშვილის ოჯახი მომხდარში გინეკოლოგ ირმა მაკალათიას ადანაშაულებს.

როგორც "პალიტრა ტვ"-ს დაღუპულის ოჯახის წევრმა ანზორ პაპკიაურმა განუცხადა, მისმა რძალმა 27 იანვარს, დუშეთის საავადმყოფოში იმშობიარა.

"მშობიარობის მესამე დღეს გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა. ითხოვდა, რომ ექიმი მისულიყო მასთან, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდნენ. 29 იანვარს საშინელი მუცლის ტკივილი დაეწყო. მეუღლეს დაურეკა, შველა სთხოვა და საავადმყოფოს ექიმმა მეუღლის თანდასწრებით უთხრა, რომ მშობიარობამ იცის და ისტერიკებს ნუ აწყობო. ტკივილებს ვეღარ უძლებდა და მცხეთაში წაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც საშვილოსნო ამოუღეს და საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა", - აცხადებს გარდაცვლილის მამამთილი.

დუშეთის საავადმყოფოს გინეკოლოგისთვის, ირმა მაკალათიასთვის, უცნობია 16 წლის დიანა დიდებაშვილის გარდაცვალების მიზეზები. როგორც დუშეთის საავადმყოფოს გინეკოლოგი აცხადებს, მშობიარობამ ნორმალურად ჩაიარა და შემდგომი დღეების განმავლობაში ვითარების გამწვავების მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.