loader

ერთადერთი, რაც გაიაფდა, ეს არის ნარკოტიკები - ვანო მერაბიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერთადერთი, რაც გაიაფდა, ეს არის ნარკოტიკები - ვანო მერაბიშვილი

უმრავლესობას არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ვერ შეძლებს, ჩამოაყალიბოს საქართველოში ერთპარტიული მმართველობა და დიქტატურა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ უმრავლესობა ვერც კი გაბედავს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე დაყენებას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ პრესკონფერენციაზე გამოხმაურებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილი და უმრავლესობა საუბრობენ, რომ მათ ჰყავთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, თუმცა ნათელია, რომ ისინი ვერ მოაგროვებენ ამისთვის საკმარისი რაოდენობის დეპუტატებს.

ვანო მერაბიშვილმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა მის დაკითხვასთან დაკავშირებით და აღნიშნა - მიმართავს მთავრობას, რომ ნაცვლად სოციალური აგენტებისა და იმ ყოფილი პოლიციელებისა, რომლებსაც კითხავენ პოლიციის შენობების აშენებასთან დაკავშირებით, ის დაკითხონ, რადგან სწორედ მისი ინიციატივით შეიქმნა დასაქმების სამინისტრო და სწორედ მისი ინიციატივით შენდებოდა პოლიციის შენობები.

მერაბიშვილის ბრიფინგს ტელეკომპანია "რუსთავი 2" გადასცემდა.


იხილეთ: გვაქვს ვიდეოკადრები, თუ როგორ ყრიან უხმარ შპრიცებს სადარბაზოებში - ირაკლი ღარიბაშვილი