loader

გეუბნებით, განვიხილოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, იწყებთ ბუსუსებზე და კინტოებზე ლაპარაკს - ზვიად ძიძიგური - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გეუბნებით, განვიხილოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, იწყებთ ბუსუსებზე და კინტოებზე ლაპარაკს - ზვიად ძიძიგური

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური უმცირესობას მოუწოდებს, ერთხელ მაინც გაუბედონ მიხეილ სააკაშვილს და უთხრან "არა".

როცა გეუბნებით, რომ განვიხილოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, იწყებთ სოფლის მეურნეობაზე, ბუსუსებზე და კინტოებზე ლაპარაკს და ყველაზე მეტად ისინი გვადანაშაულებენ, ამ თემებზე ცდებითო, ვინც ამ ბუსუსებს ყველაზე ვნებიანად ითვლიდა რამდენიმე კვირის განმავლობაში. 147 დეპუტატია პარლამენტში და 147 პოზიცია დაფიქსირდება, მხარს უჭერთ თუ არა დიქტატს", - მიმართა ძიძიგურმა უმცირესობის წევრებს პარლამენტის სხდომაზე მიმდინარე დებატებისას.

მისივე განმარტებით, პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება აუცილებელია, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის მიერ პოლიტიკური კრიზისის შექმნის რისკი არსებობს. 

ამასთან, ვიცე-სპიკერის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების რიტორიკა ქათმის კაკანს ჰგავს.

გარდა ამისა, ძიძიგური მარიკა ვერულაშვილის მიერ უმცირესობის დატოვებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი საქციელი "ნაციონალური მოძრაობის" ბევრი წევრის ქმედებაზე მეტად "ვაჟკაცურია".