loader

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდებიან

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებული პირები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდებიან. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გიორგი გოგინაშვილის გადაწყვეტილებით, გურამ დონაძეს აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ხოლო დანარჩენ ბრალდებულებს 15-15 000 ლარიანი გირაო. ბრალდებულები საპატიმრო დაწესებულებაში იქნებიან გადაყვანილები და პატიმრობიდან გათავისუფლდებიან მას შემდეგ, რაც გირაოს თანხას სრულად დაფარავენ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, გირაოს გადახდის ვადად 20 დღე განისაზღვრა. ამასთან, მოსამართლემ დღესვე ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით წინა სასამართლო პროცესიც განსაზღვრა, რომელიც 27 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

აღმკვეთ ღონისძიებად გირაო ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით დღეს გურამ დონაძესთან ერთად, შეეფარდათ თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ყოფილ უფროს დავით იაშვილს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს ყოფილ უფროსს ირაკლი ფირცხალავას, ამავე პოლიციის მესამე განყოფილების ყოფილ უფროსს ალექსანდრე გვაზავას.