loader

გორის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ გოგონა სიკვდილს გადაარჩინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გორის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ გოგონა სიკვდილს გადაარჩინა

გორის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ლევან ბიწკინაშვილმა 1991 წელს დაბადებული მარიამ ნ. სიკვდილს გადაარჩინა.

შსს-ს ინფორმაციით, მარიამ ნ. გორში, სტალინის გამზირზე, ე.წ. სადგურის ხიდებთან თვითმკველოლობის მიზნით მდინარე მტკვარში გადახტა. ამ ფაქტს შემთხვევით ლევან ბიწკინაშვილი შეესწრო. იგი დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე და გოგონა წყლიდან უვნებლად ამოიყვანა.

ამ დროისთვის მარიამ ნ-ს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მას დახმარება ადგილზევე გაუწია. მისი განმარტებით, თვითმკვლელობა მეუღლესთან დაშორების შემდეგ ოჯახის წევრებთან უთანხმოების გამო სცადა.

გამოძიებას შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს.