loader

დავით უსუფაშვილი დავით ბაქრაძეს შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დავით უსუფაშვილი დავით ბაქრაძეს შეხვდა

იუსტიციის სახლში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძეს შეხვდა. შეხვედრას უმცირესობიდან პავლე კუბლაშვილიც ესწრებოდა.

დავით ბაქრაძის თქმით, ეს სამუშაო შეხვედრა იყო, რაც მნიშვნელოვანი პროცესია. მან დღევანდელი საუბრის დეტალები არ დააკონკრეტა.

როგორც უმცირესობის ლიდერმა განაცხადა, გონივრული კომპრომისები შესაძლებელია, რაც ქვეყნის კეთილდღეობას შეუწყობას ხელს, თუმცა ზედმეტად ოპტიმისტები ვერ იქნებიან.

მისივე ინფორმაციით, ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე და მოლაპარაკების მზაობაზე.