loader

შსს-მ პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული დააკავა

2013 წლის 12 თებერვალს ზუგდიდის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელ დათო ქვარაიას ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით, წალენჯიხის რაიონის დაბა ჯვარში მცხოვრები ნექტარ ბ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 12 თებერვალს, გამთენიისას, გამსახურდიას გამზირზე პოლიციის ლეიტენანტი დათო ქვარაია ნექტარ ბ-მ მუცლის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შემავალი ჭრილობა ბასრი საგნითაა მიყენებული. ბრალდებული სამართალდამცავებმა დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლის 1-ელი ნაწილით. საქმეს იძიებს ზუგდიდის პოლიციის რაიონული სამმართველო.