loader

ძლიერი "სუსტი სქესი" - მორაგბე ქალები მოედანზე და მოედნის მიღმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძლიერი "სუსტი სქესი" - მორაგბე ქალები მოედანზე და მოედნის მიღმა

მძლეოსნობა, ფეხბურთი, რაგბი - ეს ბელა გოგსაძის მთელი ცხოვრებაა. ე.წ. სუსტი სქესის ძლიერი წარმომადგენელი - საკუთარ თავს ასე აფასებს. სპორტში 12 წლიდანაა და აქ დარჩენა კიდევ დიდხანს სურს.

ბავშვობაში მსახიობობაზე ოცნებობდა. ეს ოცნება არ აუხდა, თუმცა სპორტსაც ხელოვნებად მიიჩნევს და სცენის ნაცვლად, ლამაზად თამაშს და კარგ სანახაობას მოედანზე ჰპირდება გულშემატკივარს.

მორაგბე ქალბატონები წარმატების მისაღწევად ბევრს შრომობენ და ყველას უმტკიცებენ, რომ ქალებისთვის სისუსტეები და სირთულეები არ არსებობს. მოედანზე ყველა ერთადერთი მიზნით გამოდის - მაქსიმალურად დაიხარჯონ, რათა მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე გუნდს მაქსიმალური წარმატება მოუტანონ.