loader

38 წლის სოციალურად დაუცველმა ქალმა თვითმკვლელობა სცადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

38 წლის სოციალურად დაუცველმა ქალმა თვითმკვლელობა სცადა

"ზაკვოს" შენობაში შესახლებული სოციალურად დაუცველების ინფორმაციით, 38 წლის ქალმა თვითმკვლელობა სცადა. მეზობლების ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი 38 წლის ხ.კ. გუშინ, 17 თებერვალს, დაახლოებით 03.00 საათზე "ზაკვოს" შენობის მეორე სართულიდან გადახტა.

მათი ცნობით, ხ.კ. მრავლობითი დაზიანებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის უკიდურესად მძიმეა.

როგორც ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი აცხადებს, ხ.კ. "ზაკვოს" შენობაში რამდენიმე თვის განმავლობაში უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში, მარტო ცხოვრობდა. მან გუშინ მეზობლებს ტკივილგამაყუჩებელი წამლის საყიდლად 20-20 თეთრის შეგროვება სთხოვა.

სოციალურად დაუცველების ინფორმაციით, ხ.კ. ისევე, როგორც ყველა მათგანი, ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ითხოვს.