loader

გარდაცვლილი პაციენტის შვილს საავადმყოფოსთვის 21 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გარდაცვლილი პაციენტის შვილს საავადმყოფოსთვის 21 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა

მარინა ბეჟიტაშვილს, რომელიც დედის, ლიზა ხუზმიაშვილის გარდაცვალებას რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგის დაუდევრობას უკავშირებს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, საავადმყოფოსთვის 21 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

როგორც "პალიტრა ტვ"-სთან საუბრისას მარინა ბეჟიტაშვილმა განაცხადა, მან სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც საავადმყოფოს სარჩელი დაკმაყოფილდა მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ მიიღო. ბეჟიტაშვილი შიშობს, რომ მას ბინის დაყადაღება ემუქრება.

როგორც გარდაცვლილი პაციენტის შვილი აცხადებს, რკინიგზის საავადმყოფოს დავალიანების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტრომ დაფარა, ნაწილი კი - 1000 ლარის ოდენობით, თვითონ გადაიხადა.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლადო კეპულაძის განცხადებით, ლიზა ხუზმიაშვილის ისტორიაში იკვეთება, რომ ადგილი აქვს დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციას.

"პალიტრა ტვ" რკინიგზის საავადმყოფოსაც დაუკავშირდა, სადაც ოფიციალური კომენტარი არ გააკეთეს.