loader

კადრებში ამოჭრილია პოლიციელის ფრაზა, რომ დაკავებულებს არაფერი არ აქვთ - ია მეტრეველი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრებში ამოჭრილია პოლიციელის ფრაზა, რომ დაკავებულებს არაფერი არ აქვთ - ია მეტრეველი

პოლიციელის მიერ მოკლული ამირან (ბუტა) რობაქიძის დედა ია მეტრეველი ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას ფაბრიკაციას უწოდებს. როგორც ია მეტრეველმა დღეს "პრაიმტაიმში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ოჯახი არ გაუფრთხილებია კადრების გავრცელების თაობაზე. 

მისივე თქმით, დღეს გავრცელებულ კადრებში ამოჭრილია პოლიციელის ფრაზა, სადაც ისმის, რომ დაკავებულებს არაფერი არ აქვთ. მეტრეველის განმარტებით, იმ ავტომატის შესახებ, რომელიც კადრებში ჩანს, გამომძიებელმა შალვა მიქაბაძემ განაცხადა, რომ ავტომატი მანქანაში ჩაადებინეს, შემდეგ ამოაღებინეს, რაც გადაიღეს. ამასთან, ია მეტრეველის განცხადებით, ამასვე ადასტურებს ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გადაცემა "ვიდეოპატრულის" ყოფილი ჟურნალისტი გოჩა მუკბანიანი. მეტრეველის განმარტებით, გოჩა მუკბანიანის გადაღებული ვიდეომასალა დონაძემ წაიღო და სამონტაჟოში შეიკეტა.

"რამდენჯერ შეიძლება გამანადგურონ ავაზაკებმა, ცოცხლად დამმარხეს მეც მერამდენჯერ. როგორ უნდა ბედავდეს დონაძე, რომ გავლენები ჰქონდეს ტელევიზიებზე", - განაცხადა მეტრეველმა.

ია მეტრეველი მოითხოვს, რომ გავრცელებულ ვიდეომასალას ექსპერტიზა ჩაუტარდეს.

იხილეთ: "არ აქვთ არაფერი" - რობაქიძის საქმის კადრები, რომელიც გადაცემა "პატრულში" გავიდა

"ამ კადრების გავრცელებით, სინამდვილე გამოჩნდა" - გურამ დონაძე

"რუსთავი 2" ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემზარავ კადრებს ავრცელებს (+18)