loader

"არ აქვთ არაფერი" - რობაქიძის საქმის კადრები, რომელიც გადაცემა "პატრულში" გავიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ აქვთ არაფერი" - რობაქიძის საქმის კადრები, რომელიც გადაცემა "პატრულში" გავიდა

ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის განცხადებით, გავრცელებულ კადრებში ამოჭრილია პოლიციელის ფრაზა, სადაც ისმის, რომ დაკავებულებს არაფერი არ აქვთ. მეტრეველის განმარტებით, იმ ავტომატის შესახებ, რომელიც კადრებში ჩანს, გამომძიებელმა შალვა მიქაბაძემ განაცხადა, რომ ავტომატი მანქანაში ჩაადებინეს, შემდეგ ამოაღებინეს, რაც გადაიღეს. ამასთან, ია მეტრეველის განცხადებით, ამასვე ადასტურებს ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გადაცემა "ვიდეოპატრულის" ყოფილი ჟურნალისტი გოჩა მუკბანიანი. მეტრეველის განმარტებით, გოჩა მუკბანიანის გადაღებული ვიდეომასალა დონაძემ წაიღო და სამონტაჟოში შეიკეტა.

გთავაზობთ ვიდეომასალას, რომელიც გადაცემა "პატრულის" 24 ნოემბრის გამოშვებაში გავიდა - სახელწოდებით "თავის დაცვა არ ისჯება". თბილისის საპატრულო პოლიციის იმჟამინდელი უფროსი ზურაბ მიქაძე გადაცემა "პატრულთან" საუბრობს, როგორ გაანეიტრალა პატრულმა 6-კაციანი შეიარაღებული ჯგუფი. ერთ მონაკვეთში ისმის პატრულის ერთ-ერთი თანამშრომლის ფრაზა: "არ აქვთ არაფერი".

(კადრები აღებულია სტუდია GNS-ის რეპორტაჟიდან)

იხილეთ: სტუდია GNS-ის რეპორტაჟი ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე

"ამ კადრების გავრცელებით, სინამდვილე გამოჩნდა" - გურამ დონაძე

"რუსთავი 2" ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემზარავ კადრებს ავრცელებს (+18)

ცხრა წელია, მკვლელი ვარ. ჩადექით ჩემს მდგომარეობაში და ითმინეთ ეს - გურამ დონაძე