loader

ცხრა წელია მკვლელი ვარ, ჩადექით ჩემს მდგომარეობაში და ითმინეთ - გურამ დონაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცხრა წელია მკვლელი ვარ, ჩადექით ჩემს მდგომარეობაში და ითმინეთ - გურამ დონაძე

მეტი რა გითხრათ, ხალხო?! ცხრა წელია, მკვლელი ვარ. ჩადექით ჩემს მდგომარეობაში რომელიმე და ითმინეთ ეს - ამის შესახებ შს სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ბუტა რობაქიძის საქმეში ბრალდებულმა გურამ დონაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებამ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილი უფროსის, ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებული კადრებიდან ნახა, თუ რა მოხდა 2004 წლის 24 მაისს. როგორც დონაძემ აღნიშნა, ეს კადრები მას აქამდე ნანახი არ ჰქონდა და ტელეეთერის მეშვეობით გავრცელებული კადრებით გაოცებულია.

ამასთან, გურამ დონაძის თქმით, ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტ ვახო კომახიძის მიერ გავრცელებული კადრები არის ყალბი. კერძოდ, მისი თქმით, ვიდეომასალა ინტერშუმით არის გადაფარული.

"მე არ მევალებოდა სრული ვიდეომასალის ნახვა. მე ვნახე ის, რაც მოამზადა ჟურნალისტმა. მუკბანიანი, რომელიც ამბობს, რომ თითქოს მე მას ზეწოლის ქვეშ ვამყოფებდი, ეს არის სიყალბე. მუკბანიანი ვალდებული იყო, ჩემთვის მოეყოლა შემთხვევის დეტალები, თუმცა არ ვიცი, შემთხვევის ადგილას, სადაც მუკბანიანი მთელი ღამე მორიგეობდა, ვის რას მოელაპარაკა. ეს ყველაფერი პროკურატურამ უნდა გაარკვიოს", - განაცხადა გურამ დონაძემ.


ასევე იხილეთ: "ამ კადრების გავრცელებით, სინამდვილე გამოჩნდა" - გურამ დონაძე

"რუსთავი 2" ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემზარავ კადრებს ავრცელებს (+18)

"არ აქვთ არაფერი" - რობაქიძის საქმის კადრები, რომელიც გადაცემა "პატრულში" გავიდა