loader

სასამართლო დარბაზში შესულ ბაჩო ახალაიას აპლოდისმენტებით შეხვდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასამართლო დარბაზში შესულ ბაჩო ახალაიას აპლოდისმენტებით შეხვდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოსთან პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი.

პროცესის დაწყებამდე ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები როგორც თბილისიდან, ასევე ზუგდიდიდან ჩამოვიდნენ ახალაიას მხარდასაჭერად. როგორც ისინი აცხადებენ, ახალაია არის პოლიტიკური პატიმარი და მისი დაკავება არის სწორედ ამ მოტივით განპირობებული.

სასამართლო დარბაზში შესულ ყოფილ თავდაცვის მინისტრს პროცესზე დამსწრე საზოგადოება ფეხზე წამოუდგა და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით შეეგება.