loader

ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძის და ზურაბ შამათავას პროცესი 28 თებერვლისთვის გადაიდო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძის და ზურაბ შამათავას პროცესი 28 თებერვლისთვის გადაიდო

ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას, ასევე, მათთან ერთად ბრალდებული ხუთი პირის წინასასამართლო პროცესი 28 თებერვლისთვის გადაიდო.

დღევანდელ პროცესზე კი საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარემ მტკიცებულებების სახით დასაკითხად 200-ზე მეტი დაზარალებულისა და მოწმის ოქმი წარმოადგინა.

პროცესზე ბრალდებულებმა ბაჩო ახალაიამ, გიგი კალანდაძემ და ზურაბ შამათავამ ბრალი არ აღიარეს. ამასთან, ბრალდებას არ ეთანხმებიან დანარჩენი ბრალდებულებიც: ალექსანდრე გორდაძე, გაგა მკურნალიძე, მერაბ კიკაბიძე.

გიგი კალანდაძეს, ბაჩო ახალაიას და ზურაბ შამათავას ბრალი ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. ამასთან, ბაჩო ახალაიას ბრალად ედება წამების ორგანიზება. დანარჩენი პირები კი, რომლებიც საქმეში არიან ბრალდებულები, ბრალდების ეპიზოდებში თანამონაწილეებად მიიჩნევიან პროკურატურის მიერ.

28 თებერვალს, 11.00 საათზე ჩანიშნულ წინასასამართლო სხდომაზე, მოსამართლე ეკა არეშიძის განცხადებით, განიხილება შუამდგომლობები მტკიცებულებების დასაშვებობის თაობაზე.