loader

რა თხოვნით აპირებს ირაკლი ფირცხალავა, მიმართოს აშშ-ის ელჩს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა თხოვნით აპირებს ირაკლი ფირცხალავა, მიმართოს აშშ-ის ელჩს

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მის მიერ მოპოვებული კადრების ავთენტურობის დადგენას და ამ კადრებთან დაკავშირებით დაწყებული პოლიტიკური სპეკულირების შეწყვეტას ითხოვს. შესაბამისი განცხადება ფირცხალავამ მთავარ პროკურატურასთან გააკეთა, სადაც ცოტა ხნის წინ ადვოკატ დარეჯან გილაშვილთან ერთად გამოცხადდა.

როგორც ფირცხალავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და პროკურატურას გააცნოს ის ინფორმაცია, საიდან მოხვდა აღნიშნული კადრები მის ხელში. მისივე თქმით, აქვს ორი მთავარი მოთხოვნა აღნიშნულ მასალასთან და, ზოგადად, საქმესთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, მისი სურვილი და მოთხოვნაა, კადრებს ჩაუტარდეს ობიექტური ექსპერტიზა და სწორედ ამ მიზნით, გარდა იმისა, რომ ექსპერტიზა ჩატარდება შესაბამის ქართულ სამსახურებში, ის აპირებს, ხვალვე ადვოკატთან ერთად მიმართოს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს თხოვნით, რომ აღნიშნული კადრების ექსპერტიზა ჩატარდეს აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ.

ასევე იხილეთ:
ირაკლი ფირცხალავა გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და დუმილის უფლებას იყენებს