loader

ირაკლი ფირცხალავა გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და დუმილის უფლებას იყენებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ფირცხალავა გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და დუმილის უფლებას იყენებს

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და დუმილის უფლებას იყენებს , - ამის შესახებ პროკურატურიდან 4-საათიანი დაკითხვის შემდეგ გამოსულმა ფირცხალავას ადვოკატმა დარეჯან გილაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პროკურატურამ ირაკლი ფირცხალავას შესთავაზა გამოძიებისათვის მიეცა ჩვენება როგორც ბრალდებულს, რაზეც მან უარი განაცხადა და დუმილის უფლება აირჩია. ადვოკატის თქმით, ფირცხალავა თავს დამნაშავედ არ ცნობს და მზად არის მედიასთან კომენტარი მხოლოდ ფირისთვის ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გააკეთოს.

დარეჯან გილაშვილის განცხადებით, მოხდა მეხსიერების ბარათის მათ თვალწინ დალუქვა და დოკუმენტი მზად არის გაიგზავნოს ექსპერტიზაზე. ადვოკატისთვის უცნობია, კიდევ როდის დაიბარებენ ფირცხალავას პროკურატურაში.

თავად ირაკლი ფირცხალავამ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ კომენტარს ჟურნალისტებთან მას შემდეგ გააკეთებს, რაც ფირს ექსპერტიზა ჩაუტარდება და დასკვნა გახდება ცნობილი.

ასევე იხილეთ:

რა თხოვნით აპირებს ირაკლი ფირცხალავა, მიმართოს აშშ-ის ელჩს