loader

გოგა ხაჩიძე ბიძინა გუჯაბიძეს ჰომოფობიური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გოგა ხაჩიძე ბიძინა გუჯაბიძეს ჰომოფობიური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე დეპუტატ ბიძინა გუჯაბიძეს ჰომოფობიური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს.

ეს ბრალდება ბიძინა გუჯაბიძის მისამართით გოგა ხაჩიძემ პარლამენტის სესიაზე რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვისას გააკეთა, რომელიც დეპუტატთა ჩაცმულობაში ეროვნული სამოსის შემოტანას ითვალისწინებს.

როგორც გოგა ხაჩიძემ ბიძინა გუჯაბიძის მისამართით განაცხადა, მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ გოგა ხაჩიძეს თუკი სურს, შეუძლია, ჩაიცვას ჩოხა, ხოლო თუ სურს - სექსუალური უმცირესობისთვის განკუთვნილი სამოსი. ხაჩიძემ კოლეგას მოსთხოვა, რომ ამ განცხადებაზე განმარტებები გაეკეთებინა. ხაჩიძის აზრით, ეს განცხადება ჰომოფობიურია.